15-12-2023
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს- შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მადლობას უხდის.
"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპულ საბჭოს, ევროპელ ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს-შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ვრჩებით მიზნის ერთგულნი და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
22-02-2025