გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონიის ქალაქ საპოროში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

16-12-2023

“ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red bridge” ორგანიზებით, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu” წარმომადგენლებისთვის გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


“ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაციას Red bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ. ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.


სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu“ წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას იაპონიის ბაზარზე.


იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში #FoodexJapan და #wineandgourmetjapan ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930