გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია

18-12-2023

2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, 2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო. ჩვენ ბიუჯეტი გავახუთმაგეთ ამ მიმართულებითაც.


2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.


ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 1200 კმ-ამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 15 დაცულ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანი ატრაქცია იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის.

2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930