გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დევნილთა ბიუჯეტი 2012 წელს იყო 25 მილიონი ლარი, წელს უკვე 267 000 000 ლარია დევნილთა ბიუჯეტი, ანუ გაათმაგებულია თითქმის

18-12-2023

დევნილთა ბიუჯეტი 2012 წელს იყო 25 მილიონი ლარი. წელს უკვე 267 000 000 ლარია დევნილთა ბიუჯეტი, ანუ გაათმაგებულია თითქმის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამურად მინდა ვთქვა, რომ წელს უკვე 549 დევნილი ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები ახალაშენებულ კორპუსებში.


„2024 წლიდან ვიწყებთ უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას. 1 000 უსახლკარო ოჯახის განსახლების სახელმწიფო 50 000 000 ლარს გამოყოფს. შედეგად, რეგიონებზე მაქვს საუბარი, არც ერთი უსახლკარო ოჯახი აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში. სულ რაღაც 2 წელიწადში ამ პროგრამას დავასრულებთ.


დევნილებზე მინდა მოგახსენოთ. აქაც საკმაოდ დიდი კონტრასტი გვაქვს, რა დაგვხვდა და რა არის დღეს. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვქონდა ამ მიმართულებით.


დევნილთა ბიუჯეტი 2012 წელს იყო 25 მილიონი ლარი. წელს უკვე 267 000 000 ლარია დევნილთა ბიუჯეტი, ანუ გაათმაგებულია თითქმის.
2012 წლამდე 19 000-ამდე დევნილი ოჯახს გადაეცა ბინები, ანუ განსახლდა. 2013 წლიდან დღემდე კი საცხოვრებელი ფართი გადაეცა 32 000-ამდე დევნილ ოჯახს.


ჯამურად მინდა ვთქვა, რომ წელს უკვე 549 დევნილი ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები ახალაშენებულ კორპუსებში. ახლა მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას და 2025 წლამდე 13 000 ოჯახს გადაეცემა ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები. ასევე მინდა ვთქვა, რომ მომდევნო წელს 230 მლნ ლარი დაიხარჯებადევნილთა სახლების მშენებლობაზე", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930