გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Business Insider -მა მაღალტექნოლოგიური ქალაქები დაასახელა

19-12-2017

გამოცემა Business Insider-მა ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია „მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის“ პროგნოზით, სულ ცოტა 35 წელიწადში, დედამიწის მოსახლეობის ორი-მესამედი ურბანულ არეალში იცხოვრებს. ეს კი დღევანდელთან შედარებით დამატებით 2,5 მილიარდი ადამიანია.

იმისათვის რომ გაერკვია, რომელი ქალაქია ყველაზე მაღალტექნოლგიური, Business Insider-მა კონსულტაციისთვის კვლევით ორგანიზაციას მიმართა, რომელიც სპეციალიზირებულია ინოვაციური ქალაქების ანალიზზე და ადგენს ყველაზე მაღალგანვითარებული ქალაქების ათეულს.

ამ კვლევისთვის კომპანიამ შეარჩია 10 გარემოება, რათა შეედგინა რეიტინგი. ამ ფაქტორებს შორის იყო ქალაქის მიერ წარმოდგენილი პატენტების სიმრავლე ერთ სულ მოსახლეზე, სტარტაპების რაოდენობა, მონაცემთა
-0:03
დამუშავების ცენტრების არსებობა და სმარტფონების გამოყენების დონეც. შედეგად, კომპანიამ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომელთა შორის მოხვდნენ მსოფლიოს მსხვილი მეგაპოლისები. როგორც კვლევიდან ჩანს, ამ ქალაქების მოწინავე პოზიციებზე 9 ჩრდილო ამერიკული, 9 აზიური და 6 დასავლეთ ევროპული ქალაქია. ყველაზე მაღალტექნოლგიური ქალაქი კი სან ფრანცისკო გახლავთ.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 25 ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქალაქს

25. ვაშინგტონი, აშშ
24.ბარსელონა, ესპანეთი
23.კოპენჰაგენი, დანია
22.ჰონგ კონგი, ჩინეთი
21.ბერლინი, გერმანია
20. შენჟენი, ჩინეთი
19. ბანგალორი, ინდოეთი
18. მონრეალი, კანადა
17. შანხაი ჩინეთი
16. პეკინი, ჩინეთი
15. ამსტერდამი, ნიდერლანდები
14. ვანკუვერი, კანადა
13. სტოკჰოლმი, შვედეთი
12. ტოკიო, იაპონია
11. დალასი, აშშ
10. ჩიკაგო, აშშ
9. ტორონტო, კანადა
8. სინგაპური, სინგაპური
7. ბოსტონი, აშშ
6. ტაიპეი, ტაივანი
5. სეული, სამხრეთ კორეა
4. ლოს ანჯელესი, აშშ
3. ლონდონი, ინგლისი
2. ნიუ იორკი, აშშ
1. სან ფრანცისკო, აშშ


bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930