გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მმართველი გუნდი ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

13-09-2018


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიასა და მისი მოადგილის, გია გულორდავას მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, „ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიმართ გარკვეული კითხვები არსებობდა.

 

„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით,  რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

 

 

შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.

 

სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით  დატოვეს დაკავებული თანამდებობები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.

 

გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.

 

„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031