გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე, რომ არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების საფუძველი არ ექნება

20-12-2023

ჩვენ კარგად მომზადებული ვხვდებით საპარლამენტო არჩევნებს, პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე რომ არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების საფუძველი არ ექნება, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, რაც პირდაპირ აისახება საარჩევნო პროცედურებზე.


„არჩევნების დღისთვის ფუნდამენტურად იცვლება პროცედურები - შემოდის ელექტრონული კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით და ასევე კენჭისყრა, ხმის დათვლა განხორციელდება ელექტრონული წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. გახსოვთ, იყო სერიოზული სირთულეები არჩევნების დღეს, მათ შორის იყო ადამიანური შეცდომები, დაუბალანსებელი ოქმები, ეს არის 30 წლიანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გვარდება იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა კანონმდებლობა და შემოდის ელექტრონული რეგისტრაცია და კენჭისყრა. ანუ, არჩევნების დღისთვის რაც იყო პრობლემური თუ სასპეკულაციო საკითხი, ყველაფერი პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით მოგვარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც განხორციელდა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ძალიან უჭირთ ოპონენტებს აქცენტის გაკეთება არჩევნების დღეზე და ახლა ცდილობენ, აქცენტები გადაიტანონ წინასაარჩევნო პერიოდზე.


„წინასაარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, ინტენიური წინასაარჩევნო ფაზა იქნება ორთვიანი - სექტემბერ-ოქტომბერი არსებითად, ივლისიდან ალბათ მეტნაკლებად გახურდება საარჩევნო კამპანია. ყველას შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს და თუ პრეტენზიები იქნება, რა თქმა უნდა, ყველას შეეძლება ამ პრეტენზიების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე რომ საფუძველი არ ექნება არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების. თუ იქნება კრიტიკა, მზად ვართ ყველა შემთხვევაში პასუხისთვის, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე ამ ქვეყანაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930