13-09-2018
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 33 წლის ქართველმა 44 წლის თანამემამულე მძიმედ დაჭრა.
საქართველოს ორ მოქალაქეს შორის ჩხუბი გასულ ღამით, მადრიდის ერთ-ერთ სკვერში მოხდა. 33 წლის ქართველმა 44 წლის თანამემამულეს ცივი იარაღით სერიოზული ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის ჩადენის იარაღის მოშორება სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.
გულ-მკერდის არეში დაჭრილი 44 წლის ქართველი კლინიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თავდამსხმელი დაკავებულია, საქმეს ესპანეთის ეროვნული პოლიცია იძიებს.