გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: დაუშვებელია საპარკინგე ადგილების მიმდებარედ არსებული კომერციული სივრცეების მეპატრონეების მიერ ბლოკირებული იყოს მუნიციპალური პარკინგის ადგილები

13-09-2018

პარლამენტარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაუშვებელია საპარკინგე ადგილების მიმდებარედ არსებული კომერციული სივრცეების მეპატრონეების მიერ ბლოკირებული იყოს მუნიციპალური პარკინგის ადგილები.
მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ემსახურება დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებული პარკირების ახალი მოდელი.

„ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესია დედაქალაქში პარკირების ისეთი ახალი მოდელი დაინერგოს, რომელიც პარკირებასთან დაკავშირებულ დღეს არსებულ პრობლემებს მოაწესრიგებს.

სწორედ ამის მოგვარებას ემსახურება დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებული პარკირების ახალი მოდელი, რომლიც დედაქალის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა და 2019 წლიდან ამოქმედდება, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესაბამის კანონპროექტს.

ახალი მოდელი ითვალისწინებს ზონალურ პარკირებას, რაც დღეს არსებულ გამოწვევას პარკირების მიმართულებით ეფექტურად მოაწესრიგებს.

დედაქალაქის მერის ყველა ასეთ ინიციატივას ყოველთვის ექნება ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა, რათა ჩვენი საზოგადოების ინტერესები სწრაფად იქნეს დაკმაყოფილებული.

დაუშვებელია საპარკინგე ადგილების მიმდებარედ არსებული კომერციული სივრცეების მეპატრონეების მიერ ბლოკირებული იყოს მუნიციპალური პარკინგის ადგილები და ამით არ მიეცეთ ჩვენ მოქალაქეებს ამ ადგილებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930