გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ მეუღლეზე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა

13-09-2018


თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით,  მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 2  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სისტემატიური ფსიქიკური ძალადობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ა. სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობდა მეუღლის მ.მ.-ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ამცირებდა მას და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და ორ ეპიზოდზე 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031