გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამ პროცესში თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვს შესრულებული - ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

26-12-2023

„ეს არის ისტორიული მოვლენა არამხოლოდ ჩვენი დეკადის, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. რომ არა ქართული საზოგადოების გენეტიკური და კულტურული მისწრაფება და რომ არა ის შრომა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტმა და მთელმა გუნდმა გასწია, ამ შედეგს ვერ მივაღწევდით,“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და საქართველოს მოსახლეობას ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა.


„შეუქცევადი პროცესია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვს შესრულებული, ჩვენი უწყება ამ პროცესებში ჩართული იყო, ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ და რომ არა ეს ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიღებდით. ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვადასხვა მისიებში, იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან იმ დონის ურთიერთობამ, რაც ბოლო წლებში გვაქვს, ითამაშა თავისი როლი ამ პროცესში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930