გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია - ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის კოდექსზე

26-12-2023

„თავდაცვის კოდექსი" არის მთავარი სამართლებრივი აქტი, რაც გამოცემულა ამ უწყებაში და ინსტიტუციურად არეგულირებს უწყების ფუნქციონირებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან განვითარების გეგმებში. ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, აღმოფხვრილია - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


„არ მინდა საზოგადოება შეშინდეს და იფიქროს, რომ ეს ტოტალური გაწვევა იქნება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რომელსაც ბოროტად და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ კონკრეტული ჯგუფები. შედეგად, ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728