13-09-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა ამერიკელი პოლიტიკოსები მოისყიდა.
ეს განცხადება სააკაშვილმა ბრაზილიური გამოცემის, «Folha De S.Paulo»-ს ბრიტანეთის განყოფილების ხელმძღვანელთან ინტერვიუში გააკეთა.
"რუსეთი უკიდურესად ცინიკურად მოქმედებს. აშშ-ის მთავრობებს ილუზიები ჰქონდათ და ბოლოს მოტყუვდნენ, როცა მასთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. ვაშინგტონი ამერიკაში სიძვირით მესამე ქალაქად ითვლება. რატომ? იმიტომ, რომ იქ რუსული ფულია ჩარეული, პოლიტიკოსები მოსყიდულები არიან“-აცხადებს სააკაშვილი.