28-12-2023
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ.
სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.
სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ.
სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი - საქართველო.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |