გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

28-12-2023

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან  დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.   


სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე  დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


პროკურატურა ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031