გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
არგენტინაში რუსეთის საელჩოს შენობიდან ამოღებული 389 კგ კოკაინი დაწვეს

14-09-2018

ბუენოს-აირესის კრემატორიუმში 389 კილოგრამი კოკაინი დაწვეს. დიდი რაოდენობით კოკაინი 14 თვის წინ, არგენტინაში მდებარე რუსეთის საელჩოს კუთვნილ შენობაში აღმოაჩინეს.


დაწვა საზეიმო ვითარებაში მოხდა. რუსეთის ელჩი და არგენტინის უშიშროების მინისტრი კოკაინის შეკვრებს ღუმელში საკუთარი ხელით ყრიდნენ.


რუსეთისა და არგენტინის ხელისუფლების ვერსიით, 2018 წლის მაისში, ამ ქვეყანაში რუსეთის ელჩმა ვიქტორ კორონელიმ უშიშროების სამინისტროს აღმოჩენილის თაობაზე აცნობა. ჩატარდა ერთობლივი პოლიციური ოპერაცია, რომლის დროსაც კოკაინი ფქვილით შეცვალეს. ტვირთი მოსკოვში გადაიგზავნა, სადაც ნარკოტრაფიკის სამი ორგანიზატორი დააპატიმრეს, მეოთხე გერმანიაში დააკავეს და რუსეთს გადასცეს.


ოფიციალური ვერსიის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის შემქმნელი რუსეთის საელჩოს ტექნიკური თანამშრომელი იყო.


თუმცა, ამ ისტორიაში უფრო მაღალი თანამდებობის მოხელეებიც ფიგურირებენ; ტვირთი რუსეთის საელჩოს შენობაში დიდხანს ინახებოდა და საბოლოოდ მოსკოვში გააგზავნეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თვითმფრინავის ბორტით, რომელიც არგენტინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მალევე, არგენტინაში რუსეთის ელჩი ვიქტორ კორონელი შეცვალეს.



jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930