გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
6 თვეში ქვეყნის მოსახლეობა 709 ადამიანით გაიზარდა, ქორწინების რიცხვმა 10373, განქორწინებისამ კი 5075 შეადგინა

14-09-2018

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ქვეყანაში 23 603 ადამიანი გარდაიცვალა.


2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა.


ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).


2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930