გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ თანასოფლელის დაჭრისთვის ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

14-09-2018

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

“ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტზე, ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ გ“ ქვეპუნქტით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში, ზ.თ.-მ სრულიად უმიზეზოდ, გულმკერდის არეში დანის დარტყმით, თანასოფლელ ს.ს.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ს.ს.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. 
სამართალდამცავებმა ზ.თ. 2018 წლის 11 თებერვალს ქალაქ ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ გ“ ქვეპუნქტით, (ხულიგნური ქვენა გრძნობით, სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930