31-12-2023
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ, ახალი 2024 წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის, ჩვენ ყველა თქვენს ინიციატივას გავიზიარებთ და გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ 2024 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების წელიწადი იქნება“- აღნიშნა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.