გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მარტი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

1-01-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.


ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცეს ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31