გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: 2023 წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა

3-01-2024

„2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ  0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე 2.5 პროცენტით განისაზღვრა. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ფასების შემცირება შენარჩუნდა სამომხმარებლო კალათის არაერთ, მათ შორის, სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და მედიკამენტების ჯგუფზე, რაც საზოგადოების ფართო ფენებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი. 


მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.


„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური,"- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930