გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ლიბერალ ფაშისტებსა და მათი რჯულის სექტანტებს სხვა გზა არ დარჩენიათ რელიგიურ ნიადაგზე კონფრონტაციის გარდა

10-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ, სოციალურ ქსელში აფასებს.


მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, აღნიშნული ცვლილებები უახლოეს მომავალში დაინიცირდეს, ქადაგიძე დროულსა და სწორს უწოდებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ყველა პიროვნებას თუ ორგანიზაციას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინც პროვოკაციას მოაწყობს ან ვანდალურ აქტს ჩაიდენს.


მისივე თქმით, სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზა მზად უნდა ჰქონდეს ნებისმიერი მსგავსი მცდელობის დროულად აღსაკვეთად.

„დროული და სწორი გადაწყვეტილებაა.


სისხლის სამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, პასუხისგების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ყველა პერსონისა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინც დაგეგმავს და განახორციელებს პროვოკაციას, ვანდალიზმსა თუ ხულიგნურ აქტი…


არავის აქვს უფლება, პირადი გამორჩენისა თუ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, გააღვივოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება…


გასაგებია, რომ ლიბერალ ფაშისტებსა და მათი რჯულის სექტანტებს სხვა გზა არ დარჩენიათ საკუთარი თავის გამოვლენისთვის, გარდა დაპირისპირებისა და რელიგიურ ნიადაგზე კონფრონტაციისა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა მზად, რათა ნებისმიერი ასეთი მცდელობა ჩანასახშივე იქნას აღკვეთილი…


ქართულ საზოგადოებას გამძლეობასა და გონიერებას ვუსურვებ, განსაკუთრებით, საარჩევნო წელია და ასეთი პროვოკაციული აქტები ბევრი იქნება“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930