გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე დანიის ელჩზე: არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა

11-01-2024

დანიის ელჩმა არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი [მასპინძელ სახელმწიფოში შიდა საქმეებში ჩაურევლობა], არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა, რაც დიდი სირცხვილია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.


აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამგვარი შეფასებები, თანაც უკიდურესად ყალბი, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან.


„დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (1961 წლის 18 აპრილი) 41-ე მუხლში ხაზგასმით აღნიშნულია შემდეგი: "მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ხელყოფის გარეშე, ამგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირების ვალდებულება არის პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციების. მათ აგრეთვე აქვთ ვალდებულება არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში".


დანიურ გამომცემლობა Jyllands-Posten-ში, საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი უსაქციელოდ წერს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. ამგვარი შეფასებები, თანაც უკიდურესად ყალბი, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან.


დანიის ელჩმა არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი [მასპინძელ სახელმწიფოში შიდა საქმეებში ჩაურევლობა], არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა, რაც დიდი სირცხვილია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930