გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

11-01-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ტოკიოს (იაპონია) მეტროპოლიტან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორთან ჰიროტაკე მაედასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა გაფორმებული მემორანდუმის მიზნებზე ისაუბრეს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის აკადემიურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტი ხელშეკრულების ფარგლებში განვახორციელებთ გაცვლით პროგრამებს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის; აგრეთვე, აქტიურად ვითანამშრომლებთ სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. ამის პოტენციალი და სურვილი ორივე უნივერსიტეტში არსებობს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

პროფესორმა ჰიროტაკე მაედამ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტებს შორის კვლევითი  მიმართულებით თანამშრომლობის საკითხს. „მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი სიმპოზიუმები, საერთაშორისო კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი; ასევე, მოხდება სამეცნიერო ბაზებისა და სამეცნიერო მასალის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას“- აღნიშნა ჰიროტაკე მაედამ.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის სამაგისტრო ჰუმანიტარული სკოლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მინაგავა მასაკიმ მოაწერეს ხელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930