გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე დანიის ელჩს: იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ

11-01-2024

„იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.


ქადაგიძემ ელჩს მოუწოდა, გაუფრთხილდეს რეპუტაციას და ნუ გახდება ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი.


„ქალბატონო ელჩო,


იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!


თუ, ახალი დავალებაა წამოსული გლობალური პოლიტკონიუქტურის შემოქმედებისაგან და სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული რადიკალური ოპოზიცია გამოაფხიზლოთ?


შეხსენებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ჰარცელი და კელი დეგნანი მოინელა, თავიანთი უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განზრახვებითურთ და დამერწმუნეთ, თქვენი მონელება არაფერი დიდი ბედენა იქნება!


ასე, რომ გაუფრთხილდით რეპუტაციას და თქვენ საქმეს მიხედეთ.


ნუ გახდებით ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031