გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი ოლიგარქად მოხსენიება უდიდესი შეურაცხყოფაა არა მარტო ივანიშვილის, არამედ, მთლიანად სახელისუფლებო გუნდის

11-01-2024

„უკვე მერამდენედ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში“, - ასე ეხმაურება, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, დანიის ელჩის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას სოციალურ ქსელში.


ხუნდაძის თქმით, კარგი იქნება თუ, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ელჩების კანდიდატების შერჩევას და ადგილი აღარ ექნება დიპლომატის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას.


„უკვე მერამდენედ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. უმთავრესი დარღვევა ის არის, რომ დიპლომატი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. დიპლომატის გაპოლიტიკოსების მაგალითი გვქონდა გასულ წლებში ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩისგან და გვჯეროდა, რომ მსგავს შეცდომას სხვა აღარ დაუშვებდა.


მივმართავთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, კარგად აუხსნან მათ ელჩებს დიპლომატის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ საქმე მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ უცხო ძალის დახმარებით ქართულ ოპოზიციას როგორმე სული ჩაბერონ.


ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი ოლიგარქად მოხსენიება უდიდესი შეურაცხყოფაა არა მარტო ივანიშვილის, არამედ, მთლიანად სახელისუფლებო გუნდის. შეურაცხყოფაა ასევე ხალხის, რომელმაც მმართველი გუნდი აირჩია. როგორც ჩანს, დანიის ელჩს ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ოლიგარქი და მაგალითისთვის ვთხოვთ, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებლის, კეზერაშვილის ქეისი კარგად შეისწავლოს.


მიუხედავად წარსულის შეცდომის განმეორებისა უცხოელი ელჩების მხრიდან, მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ელჩების კანდიდატების შერჩევას და ადგილი აღარ ექნება დიპლომატის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას“, - წერს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031