გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში

12-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს 9 რეკომენდაციის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.


„ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები. დაეჯერება თუ არა პოლონეთის ექს პრემიერ-მინისტრსა და ავტორიტეტულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს? არიან თუ არა მარიუშ კამინსკი და მაციაშ ვასიკი - პოლიტპატიმრები?

ხომ არ გვაქვს ადგილი ისეთ შემთხვევასთან, რომელიც საქართველოსთვის მიცემულ „9 რეკომენდაციაშია“ მოყვანილი, როგორც „ევროკავშირის ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია“? სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმატში, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს:


1) შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში და 2) თუ ეს დეზინფორმაციაა, რა სასჯელი ელის პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728