15-09-2018
აზერბაიჯანში დაქორწინებამდე სამედიცინო შემოწმება 2015 წლიდან აუცილებელი გახდა. ადამიანებს იმ დაავადებებზე ამოწმებენ, რომელთა სიაც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. გამოკვლევა უფასოა. თუკი დაავადებას აღმოაჩენენ, ქორწინება არ იკრძალება, მაგრამ მეუღლეებს ერთმანეთის დიაგნოზის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან.
2018 წელს აზერბაიჯანში 93 ათასზე მეტმა ადამიანმა დაქორწინებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა, – იუწყება ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ცნობითაც მათ აღმოუჩინეს შემდეგი დაავადებები:
აივ ინფექცია და შიდსი – 105 ადამიანი;
სიფილისი – 242 ადამიანი;
თალასემია – 2 773 ადამიანი.
თალასემია – სისხლის გენეტიკური დაავადებაა, რომელიც დედამიწის მხოლოდ გარკვეულ ადგილებში, მათ შორის – აზერბაიჯანშიც არის გავრცელებული.
16-11-2024
16-11-2024