გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე გრიგორ გეგელიაზე: ნახეთ ჯერ მემარცხენე იყო, მერე ცენტრისტი გახდა, ახლა კიდევ მემარჯვენე ფრთიდან ცდილობს "მამობილ" ხაზარაძის დაცვას!

15-01-2024

ამისთანები, რომ გამოყოფენ ხაზარაძის კარზე ატალახებულ ფეხის გულს და დაიძახებენ მეც მარაქაში გამრიეთო მაშინ მართლა დაღუპულია "ლელო"! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკურ დასავლეთზე რევანშია და წარმოადგენს ამერიკის და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.


გვენეტაძე აღნიშნავს, რომ გრიგოლ გეგელია ჯერ მემარცხენე იყო, მერე ცენტრისტი გახდა, ახლა კიდევ მემარჯვენე ფრთიდან ცდილობს "მამობილ" ხაზარაძის დაცვას.

 

„ნახეთ!

ბრიყვთა ბღავილი!


ამისთანები, რომ გამოყოფენ ხაზარაძის კარზე ატალახებულ ფეხის გულს და დაიძახებენ მეც მარაქაში გამრიეთო მაშინ მართლა დაღუპულია "ლელო"!

ნახეთ ჯერ მემარცხენე იყო, მერე ცენტრისტი გახდა, ახლა კიდევ მემარჯვენე ფრთიდან ცდილობს "მამობილ" ხაზარაძის დაცვას!


ჰოდა ამისთანაზე იტყვიან წადი ბიწო, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე!


კი მაგრამ ამ "ლელოს" გლახაკმა იცის კი, სად მდებარეობს ჩინეთი?“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930