გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რევაზ ლომინაძე: პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები

16-01-2024

დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, -  ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ განაცხადა.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები.


„დელეგაციაც წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი.იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა, იგულისხმება სხვადასხვა მიმდინარე კონფლიქტები და ეკონომიკური სირთულეები, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები", -  განაცხადა რევაზ ლომინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930