გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დეზინფორმაცია ნამდვილად იწვევს პოლარიზაციას და ჩვენ ეს საქართველოს მაგალითზე ბევრჯერ გამოვცადეთ; სწორედ ამიტომ დავუპირისპირდით ყოველგვარ ყალბ ინფორმაციას, რაც ანგრევს და ანადგურებს სახელმწიფოს

16-01-2024

„ჩვენს მიერ დაწყებული ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, თანხვედრაშია მსოფლიო საზოგადოების ინტერესებთან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს თითქოსდა მთელი დემოკრატიული სამყარო დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის და ამავე დროს, ხშირად თავად ხდებიან ახალი დეზინფორმაციის წყარო,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავოსში ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას. როგორც ხუნდაძე აცხადებს, დეზინფორმაცია ნამდვილად იწვევს პოლარიზაციას და ჩვენ ეს საქართველოს მაგალითზე ბევრჯერ გამოვცადეთ.


„დღეს, დავოსში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ "მომდევნო ორ წელიწადში მსოფლიოს საზოგადოების შეშფოთება არ იქნება კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება, ეს იქნება დეზინფორმაცია, რომელიც იწვევს პოლარიზაციას". ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, დეზინფორმაცია ნამდვილად იწვევს პოლარიზაციას და ჩვენ ეს საქართველოს მაგალითზე ბევრჯერ გამოვცადეთ. სწორედ ამიტომ დავუპირისპირდით ყოველგვარ ყალბ ინფორმაციას, რაც ანგრევს და ანადგურებს სახელმწიფოს და მთავარ იარაღად სიმართლე გავიხადეთ. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ დაწყებული ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, თანხვედრაშია მსოფლიო საზოგადოების ინტერესებთან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს თითქოსდა მთელი დემოკრატიული სამყარო დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვის და ამავე დროს, ხშირად თავად ხდებიან ახალი დეზინფორმაციის წყარო.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, თუმცა, უმთავრესი საქართველოა. თავად ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები თვლიან, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა გამჭვირვალობაა. ჩვენ ვიღებთ მათ რეკომენდაციებს და ვთვლით, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესი, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობა არ არის ის, როდესაც უცხოური ფონდები ჩუმად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს. გამჭვირვალობა არ არის ის, როდესაც მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის დამალვა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. დეზინფორმაცია "მტრობის სტიმულირებაა" და ამას სწორედ ის იყენებს, ვისაც საქართველოში მტრობა და არეულობა აწყობს. გარკვეული პირებისგან და ორგანიზაციებისგან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი დეზინფორმაციის გასავრცელებლად მიმდინარეობს. ვინც დღეს ხელს უშლის გამჭვირვალობას, ის თავად არის დეზინფორმაციის წყარო. დღეს, დავოსში მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება უახლოესი ორი წლის მთავარი სტრატეგიის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, ამართლებს "ხალხის ძალის" შექმნის პრინციპს და ამასთანავე, საშუალებას გვაძლევს მეტი ღიაობისთვის და სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც მზად ვართ,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930