გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ეწვევა

15-09-2018

საქართველოს ვიზიტით ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთოს უმაღლესი კომისრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან,საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.


ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ასევე შეხვედრებს გამართავს ცესკოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან და საქართველოში გაეროს ოფისის წარმომადგენლებთან. ლამბერტო ზანიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ეუთოს უმაღლესი კომისარი საქართველოში იტალიის საელჩოს ეწვევა. ლამბერტო ზანიერის ვიზიტი საქართველოში 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930