გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ოქტომბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: შსს ნარკოდანაშაულთან მკაცრ ბრძოლას აგრძელებს

15-09-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიას, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან მკაცრ ბრძოლას აგრძელებს, განსაკუთრებით ნარკოტიკების რეალიზების ნაწილში და ლიბერალური მიდგომების დანერგვა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი დამკვიდრებული არაპროპორციული სასჯელის პრაქტიკის შეცვლას ითვალისწინებს.


,,ბოლო დღეებში იყო მსჯელობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არათანმიმდევრულია, თითქოს ერთი მხრივ სამინისტრო კლუბებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო მეორე მხრივ მხარს უჭერს დათესვა/მოყვანას - ჩვენ გვიყურებს ათასობით პოლიციელი, რომელმაც იცის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა არ შეცვლილა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრესია, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში. პირიქით, ეს კანონპროექტი ადასტურებს, რომ ჩვენ ამ პოლიტიკაში ვართ თანმიმდევრულები, ანუ ვამბობთ რომ მარიხუანასთან დაკავშირებით გასაგებია მიდგომები, პრაქტიკაში მიდგომები არის ლიბერალური. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერც ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც ციხეში მოხვდა მარიხუანის მოხმარებისთვის, მცირე ოდენობის კულტივაციისთვის, ან მცირე ოდენობის შეძენა-შენახვისთვის. დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე და გასაღებაზე კი ჩვენი პოლიტიკა მკაცრია. თუ გადახედავთ სტატისტიკას, ბოლო 7 თვის განმავლობაში 100-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, მხოლოდ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორია დაკავებული. ჩვენ ვებრძვით ნარკოდანაშაულს და ასეთი პოლიტიკა გრძელდება"-განაცხადა მეზვრიშვილმა "იმედის" ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031