გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეკონომიკური კუთხითაც თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი ძალიან დიდია

21-01-2024

შარშან, პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რამაც თვისებრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას ტელეკომპანია "POSTV"-ის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, "ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო, ჩინეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.


"ჩვენი ვიზიტის მიზანიც არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკური კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031