23-01-2024
„ახლა გამახსენდა, რომ გიორგი გახარია პოლიტიკაში ჩემი პიტალოს, იგივე გია ხუხაშვილის რეკომენდაციით მოხვდა. ანუ გამოდის, რომ გახარია ჩემი პიტალოს პიტალოა, რაც მის დღევანდელ მდგომარეობას საუკეთესოდ აღწერს. პიტალოს პიტალო რომ არ იყოს, მელიას გამო გადაყენებული, ერთპროცენტიანი პარტიის ხელმოცარული ლიდერი ბიძინა ივანიშვილს დებატებში არ გამოიწვევდა“-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გახარიას, ნათელაშვილის, გუბაზის და სხვა აგენტების პასუხისგების დრო მალე დადგება. არ შეიძლება აგენტობა, ღალატი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა დაუსჯელი დარჩეს.
„ახლა გამახსენდა, რომ გიორგი გახარია პოლიტიკაში ჩემი პიტალოს, იგივე გია ხუხაშვილის რეკომენდაციით მოხვდა. ანუ გამოდის, რომ გახარია ჩემი პიტალოს პიტალოა, რაც მის დღევანდელ მდგომარეობას საუკეთესოდ აღწერს. პიტალოს პიტალო რომ არ იყოს, მელიას გამო გადაყენებული, ერთპროცენტიანი პარტიის ხელმოცარული ლიდერი ბიძინა ივანიშვილს დებატებში არ გამოიწვევდა.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გროსმაისტერია, ხოლო გახარია, ნათელაშვილი და მათი თანაპარტიელები, საუკეთესო შემთხვევაში, მეხუთეთანრიგოსანი პოლიტიკოსები არიან. პოლიტიკური დებატები კი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არაა, რომ მეხუთეთანრიგოსანმა გროსმაისტერთან გაჯიბრება მოინდომოს.
მაშინ რატომ იგდებს ნათელაშვილის მდგომარეობაში თავს გახარია, რომელიც, სულ მცირე, ექსპრემიერის საპატიო სტატუსს მაინც უნდა უფრთხილდებოდეს? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: გახარია ზუსტად ისეთივე პიტალოს პიტალო, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, აგენტის აგენტია, როგორიც ნათელაშვილი, გუბაზი და სხვები არიან. ამ „პუსტა-პუსტა“ აგენტებს ვურჩევდი, ჯერ ერთმანეთში იდებატონ, კვალიფიკაცია აიმაღლონ, მერე 18-პროცენტიან ხაბეიშვილს გაეჯიბრონ და თუ იქ მაინც მიაღწევენ წარმატებას, მაშინ გამოთქვან პრეტენზია „ქართული ოცნების“ საშუალო რგოლის პოლიტიკოსებთან დებატებზე. ნათელაშვილს, გახარიას, გუბაზს და სხვებს, როგორც „პუსტა-პუსტა“ აგენტებს, ერთადერთი დავალება აქვთ - ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე უნდა ლანძღონ.
პატრონებისგან მათ, როგორც გიჟებს, ყველაფრის უფლება აქვთ მიცემული, შუბლის ძარღვის საკუთარი ხელით გაწყვეტის ჩათვლით. მე მგონია, რომ გიჟის როლის შესრულება თვითონაც არ სიამოვნებთ, თუმცა, აგენტის აგენტს რომ არჩევანი არა აქვს, ესეც ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, გახარიას, ნათელაშვილის, გუბაზის და სხვა აგენტების პასუხისგების დრო მალე დადგება. არ შეიძლება აგენტობა, ღალატი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა დაუსჯელი დარჩეს და ღრმად მწამს, რომ არც დარჩება“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.