გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

24-01-2024

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.


„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად"- ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, ვაკეში, კეკელიძის პირველ ნომერში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და პროცესს აპროტესტებდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 20 აქტივისტი დააკავეს. მათ შორის რამდენიმემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილი დააზიანა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728