24-01-2024
"ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური "კამასუტრა", სადაც ძირითადი "პროცესის" ხელუხლებლად დატოვების გარეშე, მხოლოდ "პოზების" მრავალფეროვნებით ცდილობენ ამომრჩეველთა გაოცებას," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიციას მესამე ძალის შექმნის არანაირი რესურსი არ გააჩნია და მხოლოდ ცრუ გაერთიანებებით და მსგავსი აქტივობებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
"ხალხის ძალის" დღევანდელი განცხადებიდან პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი ძირითადი ასპექტი. მერვე წელია მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოების მიზანმიმართული "დაბოლების" პროცესი, რომელიც დაკავშირებულია "ნაცმოძრაობისაგან" ისეთი თითქოსდა "გამიჯვნის" მცდელობებთან, რომელიც ითვალისწინებს "ფასადის" კოსმეტიკურ შეკეთებას, ახალი სახელწოდების მიკერებას, "ფუნდამენტისა" და "სახურავის" ძირეული სარემონტო სამუშაოების გარეშე.
მე მახსოვს სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის ტურისტებისთვის საბაჟოზე შემოღებული ანკეტები: "თვლიან თუ არა ისინი საქართველოს რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყნად". პირადად არ მინახავს, მაგრამ მსმენია მსგავსი ანკეტების შესახებ დღეს, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნის შემთხვევაში. მაგრამ... ...სადაა - "საქართველოსთვის", "ევროპული საქართველოს", „ლელოს“, "ვაშაძის დაღმაშენებლების", „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიის“ - ღიად დაფიქსირებული პოზიცია, "მათი მხრიდან" არა (!), იმ ცუდი "ნაცმოძრაობის" მიერ (რომელთანაც არანაირი "კავშირი არ გააჩნიათ") როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის უხეშ დარღვევაზე ( რაც "მურუსიძემ" - არა, სტრასბურგმა დაადასტურა), ასევე ჩადენილი სამშობლოს ღალატის მთავარ ეპიზოდებთან (2004-2006-2008-2009 წ.წ.). ამ საკითხებთან პოზიციის დაფიქსირების გარეშე, მათი პოლიტიკური "კამასუტრა", სადაც ძირითადი "პროცესის" ხელუხლებლად დატოვების გარეშე, მხოლოდ "პოზების" მრავალფეროვნებით ცდილობენ ამომრჩეველთა გაოცებას - არანაირ "მესამე ძალის" ჩამოყალიბებას მათი მხრიდან, ამ არაჩლუნგების უმრავლესობით (მადლობა ღმერთს) წარმოდგენილ საზოგადოებაში, არანაირი შანსი არ გააჩნია. ამ ქვეყანაში აღარ ბნელა, ვისაც თვალის გახელა შეუძლია, ამაში ადვილად დარწმუნდება," - წერს ქართველიშვილი.