16-09-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 10 საათიდან 18საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, საქნავთის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კოჯრის ახალი გზატკეცილის, მარო მაყაშვილის, ამაღლების, მაჩაბლის, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიქოძის, პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქოფანიძის, ნიშნიანიძის, დავითაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის, ბანძელაძის, ფერმწერთა, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებ, 12 საათიდან 14 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე გიორგი ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლები.