16-09-2018
კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევრის, პოლ სტრონსკის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს მის საერთაშორისო პარტნიორებთან არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა.
ეს განცხადება სტრონსკიმ რადიო "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.
„როდესაც იმ ქვეყნებს უყურებ, ვინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ნაბიჯი გადადგა, ისინი ძირითადად, რუსეთის კლიენტი სახელმწიფოები არიან, ან ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე ძალიან არიან დამოკიდებულნი ფინანსურად თუ დიპლომატიურად“, - აღნიშნა მან.
პოლ სტრონსკის თქმითვე, საქართველო მისი პარტნიორების მეშვეობით უნდა ეცადოს ამ ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას.
„მე მესმის რომ ქართველებისთვის ეს სასიამოვნო არაა თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ქვეყნები რომლებიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს აღიარებენ, საერთაშორისო არენაზე „მავნე“ და „ბოროტი“ აქტორები არიან. ვფიქრობ, საქართველომ შეშფოთება მის მეგობრებთან და მოკავშირეებთან უნდა გაახმოვანოს და მათთან ერთად ეცადოს ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენას“, - ამბობს პოლ სტრონსკი.