გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: "ხალხის ძალის" ინიციატივაზე ერთადერთი, რაც ირაკლი კობახიძემ შემდგომი მსჯელობის საგანს მიაკუთვნა, არის ისეთ "ნაცმოძრაობაზე" პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა, რომელიც საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს

25-01-2024

გუშინდელ "იმედის" ღამის ეთერში "ქართული ოცნების" ლიდერი ასევე შეეხო "ხალხის ძალის" ინიციატივას, ახალი მოწვევის პარლამენტში "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გასამართლების აუცილებლობის თაობაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის ამ პროცესის ირგვლივ მორალური კუთხით გაჩენილი კითხვები არ არსებობს, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების რაოდენობის გამოაშკარავებამდე, "ხალხის ძალამ" მმართველ პარტიაში თავისი ინიციატივის პოტენციური მხარდამჭერები დაინახა. "გუშინდელ "იმედის" ღამის ეთერში "ქართული ოცნების" ლიდერი ასევე შეეხო "ხალხის ძალის" ინიციატივას, ახალი მოწვევის პარლამენტში "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გასამართლების აუცილებლობის თაობაზე.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის ამ პროცესის ირგვლივ მორალური კუთხით გაჩენილი კითხვები არ არსებობს. მან მოკლედ ჩამოთვალა ზუსტად ის არგუმენტაცია, რომელიც თან ახლავს "ხალხის ძალის" აღნიშნულ ინიციატივას. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც ირაკლი კობახიძემ შემდგომი მსჯელობის საგნის კატეგორიას მიაკუთვნა, არის ისეთ "ნაცმოძრაობაზე" პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა, რომელიც საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს, თუ კი 150-მანდატიან პარლამენტში მას მხოლოდ 30-35 ადგილი ერგება წილად. ყოველ შემთხვევაში, ამ საშემოდგომო "გველის წიწილების" საბოლოო რაოდენობის გამოაშკარავებამდე, უკვე ამ ეტაპზე "ხალხის ძალამ" მმართველ პარტიაში დაინახა თავისი ინიციატივის სამომავლო პოტენციური მხარდამჭერი", - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728