17-09-2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი დღეს თბილისის პროკურატურაშია დაბარებული.
პროკურატურამ ის ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალთან დაკავშირებით უნდა გამოკითხოს.
საქმე ეხება ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც, არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრება და 3,5 მილიონი თანხის მიტანას სთავაზობს.
ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ფიგურირებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.