17-09-2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მმართველი პარტია კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციების გამართვას აპირებს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების აზრი და აქედან გამომდინარე, გვექნება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, ასევე, დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი იქნება შემდგომში ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოების აზრი, ჩვენი დედაეკლესიის აზრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესში იქნება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მარიხუანას ინდუსტრიასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას ბრძანა, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს დარგი კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.