17-09-2018
ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ტელეკომპანიაზე შტურმი გრძელდება.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები დღეს არასამთავრობო ორგნიზაციების წარმოამდგენლებს შეხვდებიან და ინფორმაციას მიაწვდიან.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ტელეკომპანია „იბერიას“ გადარჩენის მიზნით. დღეს ტელეკომპანიაში მოვლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ჟურნალისტები შევხვდებით და დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით“ - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.