გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

17-09-2018

                                          

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გორში, თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 9  წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

„გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ატენში რ.ა.-ს კონფლიქტი მოუხდა თ.კ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული რ.ა. იმავე დღეს მივიდა თ.კ.-ს დედასთან ე.კ.-სთან სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად  ე.კ. 2018 წლის 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ატენში დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9  წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031