17-09-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის პარლამენტის გაძლიერება პრიორიტეტია.
ეს განცხადება ჩუგოშვილმა სემინარზე -„საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიმართულებით და პირველი რასაც გამოვყოფდი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც არჩეული იქნება პრეზიდენტი.
მნიშვენლოვანია ის, თუ როგორ არის ფუნქციები გადანაწილებული, საკონონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. ამ კონსტიტუციურმა ცვლილებემმა გაძლიერა არა მხოლოდ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, არამედ მან გააძლიერა ოპოზიციაც.
ახლა პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს აღმასრულებელ შტოს და გაცილებით მარტივად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, კონსტიტუციურად ამ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის დროს და ეს აძლევს უფრო დიდ საშუალებას ოპოზიციას, რათა განახორციელოს ეს მაკონტროლებელი ფუნქცია, მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო ჯგუფებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიოპოზიციისთვის“-განაცხადა ჩუგოშვილმა.