გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე „კორუფციის აღქმის ინდექსზე“: მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და “ბანალიტიკის” რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები

30-01-2024

მსგავსი მიუკერძოებელი საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.


აბაშიძე აღნიშნავს, რომ კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.


„ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო, ბერლინის ოფისის (და არა ეკა გიგაურის საქართველოს კანტორის) კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.


ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.


რაც მთავარია, საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნები - მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.


კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.


კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ისინი ფასდებიან 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.


მსგავსი მიუკერძოებული საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები,“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930