გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება  

17-09-2018

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდანტი სალომე ზურაბიშვილი „კანაფის დედოფალი“ გახდება.


„ვფიქრობ, რომ მარიხუანას კულტივაციის დაკანონების საკითხში ცალკეული პიროვნებების ფინანსური ინტერესები დევს. სახელმწიფოზე რომ ფიქრობდნენ, აქამდე სხვა, უკეთეს რამეს მოიფიქრებდნენ. ხოლო თუ სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიმარჯვა, ფიქრობ, ერთ ლიცენზიას მაგიც აიღებს. ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრობაში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და იძახდნენ ამას ვიზამ, იმას ვიზამო და ჩვენ ვიტყოდით ხოლმე, იყო ასეთი გამოთქმა, კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო. არ ვიცი რა უნდა ქნას ახლა ქალაბტონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის ძირითადად მასწავლებლები მიჰყავთ. მე კარგად ვიცი რა ხდება, პიარტექნოლოგიებიც კარგად ვიცი. არ ვიცი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება“ - განაცხადა მეუფემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930