გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

30-01-2024

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყო.


მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს დეპუტატები მეტეხისა და ქვემო გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ექვსი სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.


შეხვედრებზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, სკვერების, სპორტული მოედნებისა და გარე განათების მოწყობა.


კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728