გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაგო ხვიჩია გიორგი გახარიაზე: როდესაც შენ აგირჩია კაცმა პრემიერად, მერე გაუგებარი მოტივებით მიდიხარ თანამდებობიდან და “ნაცებს” ეხმარები კოალიციის შექმნაში, ხომ ღალატად ჩანს?

1-02-2024

“წარმოვიდგინოთ ერთი პერსონაჟი, რომელთანაც გახარია და მისი პარტია არის მართალი”- ამის შესახებ “გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.


იაგო ხვიჩია საუბრობს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის პოლიტიკურ სვლებზე და აღნიშნავს, არის თუ არა გიორგი გახარია მართალი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ ხალხთან.


“ჩამოგითვლით პერსონაჟებს ვინ არიან ქართულ პოლიტიკაში: “ქართული ოცნება”- ბიძინა ივანიშვილი ეძახის მოღალატეს. თუ რამეს არ ახსნი, შეიძლება მტყუანია ეს კაცი [გიორგი გახარია], მაშინ როდესაც შენ აგირჩია კაცმა პრემიერად, მერე სრულიად გაუგებარი მოტივებით, “მელიას არ დავიჭერო” თუ რაღაც ამ მოტივით მიდიხარ თანამდებობიდან და “ნაცებს” ეხმარები იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე თანამდებობები გადაინაწილოთ. ჩემგან წასული კაცი მე რომ პრემიერად დავნიშნე ნაცებს რომ უკრავს ხალხის თანამდებობაზე ასარჩევად რაღაცას, შეიძლება კოალიცია არ მოგწონდეს, მაგრამ რამე სხვას, ბიძინასგან ხომ ღალატად ჩანს ეს ამბავი? ნაცებთან მართლები არიან თუ არა, როდესაც ნაცები დაეხმარნენ საკუთარი მიზნის მიღწევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარეები ჰყოლოდათ გახარიების ხალხი. ნაცებს ეუბნებიან, რომ თქვენ გამოგიყენეთო. ნაცებთან შეიძლება მართალი იყო? არის თუ არა ეს უმადურობა?


“ლელოსთან” - ეს ხალხი არც ჩვენ დაგვასვენებდნენ, არავის შეაწუხებდნენ, იქნებოდნენ საბანკო ბიზნესში, გახარიას გამო, რაღაცის გამო აღმოჩნდნენ პოლიტიკაში. ქართველ ხალხთან არის თუ არა მტყუანი მაშინ, როდესაც ვითომ პრემიერი იყო, თან არ იყო პრემიერი და არ ეუბნება ვინ იყო. დღესაც იგივე მმართველობა გვაქვს და ქართველი ხალხი დღემდე ვერ ხვდება რა მმართველობა გვაქვს. თქვენთან, ჟურნალისტებთან მართალია? უბრალოდ წარმომადგენინეთ ვინმე, ვისაც რამენაირი შეხება ჰქონდა გახარიასთან და გახარია არის მართალი”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930