გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გვაძლევს სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა შუა დერეფნის განვითარებისთვის

1-02-2024

„ქართული ოცნების“ სტრატეგია და ძირითადი ხაზი რაც არის, არის ის, რომ ქვეყანამ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს სტაბილური განვითარება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის გუნდის შიგნით ტაქტიკური გადაადგილება, რომელიც განსაზღვრულია კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.„ქართული ოცნების“ სტრატეგია და ძირითადი ხაზი რაც არის, არის ის, რომ ქვეყანამ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს სტაბილური განვითარება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის გუნდის შიგნით ტაქტიკური გადაადგილება, რომელიც განსაზღვრულია კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა დავით სონღულაშვილს ჰკითხა: „მმართველი გუნდი რამდენიმე კვირის წინ ჩინეთში იმყოფებოდა. ვიცით, რომ დაგეგმილია გუნდის შიგნით საკადრო ცვლილებები. შეიძლება თუ არა, ამ წუთისთვის, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ორიენტირები, რომელიც ბოლო პერიოდში განისაზღვრა, შეცვლილი იქნეს? არსებობს თუ არა ამის საშიშროება?“ პასუხად სონღულაშვილმა განაცხადა, რომ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და აღნიშნა, რომ ჩინეთი თავისი მასშტაბებითა და შესაძლებლობებით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
„ფაქტობრივად, ეს არის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა და მნიშვნელოვანია ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩინეთთან სულ რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. ასეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა ეკონომიკურად ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩინეთთან ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში გადასვლა კიდევ უფრო მეტად ზრდის ინვესტიციების მოზიდვისა და სექტორული განვითარების შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.


ჩინეთთან დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა და პერსპექტიული „შუა დერეფნის“ პროექტი.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვანია და ჩვენს ქვეყანას აქვს სატრანზიტო ფუნქცია, რაც არ არის დღეს და გუშინ შექმნილი, ეს არის ისტორიული ფუნქცია, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, მნიშვნელოვანია, დღეს მაქსიმალურად დაიტვირთოს და ამაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ჩინეთის ეკონომიკის სტრუქტურა, ფაქტობრივად, წარმოებაზე აწყობილი სტრუქტურაა და ტვირთების მნიშვნელოვან ნაკადს დასავლეთის მიმართულებით ჩინეთი აგენერირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა შუა დერეფნის განვითარებისთვის.


რამდენიმე თვის წინ პირველად განაცხადა ჩინეთმა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ კონცეფციაში, რომ შუა დერეფნის განვითარება მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება შუა დერეფნის განვითარებას. თავისთავად ცხადია, რომ ამ კონტექსტში საქართველო მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ამასთან, როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტისას განხილული იყო საკითხები როგორც ინვესტიციების, ასევე შუა დერეფნის მიმართულებით.
„მოგეხსენებათ, ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია და ამ მიმართულებითაც საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობის ფორმატები განვიხილეთ. საუბარი იყო როგორც შუა დერეფნის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ასევე სექტორული თანამშრომლობით მსჯელობა იყო სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც ძალიან მალე იქნება ასახული“, – განაცხადა სონღულაშვილმა.


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჩინეთში ვიზიტისას საუბარი იყო ასევე ჩინეთთან ორმხრივი უვიზო მიმოსვლის საკითხზეც და აღნიშნა, რომ „ძალიან მალე შესაბამისი შედეგები დადგება“.


„ამ ვიზიტთან მიმართებით აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ვაჭრობის მხრივ ინტერესი გაიზრდება, რადგან არსებობს ძალიან დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი, რომ ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გამოვიყენოთ ძალიან საინტერესო კონტექსტში და ეკონომიკის განვითარებისთვის საკმაოდ დადებითად“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031